6 მარტს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის (SPG-25-652) ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ქიმიის ლაბორატორიაში სტუმრად იყვნენ თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგი ნანა მგალობლიშვილი. ლაბორატორიაში ჩატარდა სახალისო ლექცია ქიმიის მნიშვნელობაზე და სახალისო ექსპერიმენტები: ვულკანი, უალკოჰოლო სასმელების დამზადება, ყვავილების შეფერადება, რძეზე ხატვა და ა.შ. რომლებშიც მოსწავლეები და მათი პედაგოგი აქტიურად იყვნენ ჩართული.